პერფონმანსი საქსაphone


თეატრს დიდად არ ვწყალობ, მაგრამ თაკომ რომ მომწერა წამოხვალო? არც დავფიქრდი ეგრევე მივწერე კი თუ სირცხვილი არაა მეთქი, როგორც ჩანს გამიმართლა და მარტო იყო… მივდიოდი და ვფიქრობდი: ნეტა სად მივდივარ მეთქი? ან რა მინდა მეთქი?

გაგეცინებათ და სპექტაკლის სახელიც არ ვიცოდი, მხოლოდ თეატრის შენობას, რომ მივუახლოვდი მაშინ შევამჩნიე წარწერა “პერფონმანსი საქსაphone” რეჟისორი:სოსო ნემსაძე.

ამ ყველაფერ გაუგებრობას ისიც დაემატა, რომ საშინელი ქარბუქი იყო. თეატრის ადმინისტრაცია ძლივს მიხვდა, რომ შიგნით უნდა შევეშვით… საოცრად არა სპექტაკლის განწყობაზე დავდექი, მხოლოდ თაკოს ემოციები სხვა სპექტაკლებზე მაძლებინებდა… ცოტახანში სხვა ნაცნობებიც გამოჩნდნენ. ნელნელა მოვდიოდი ხასიათზე. როგორც ყოველთვის სპექტაკლმა დაიგვიანა…. ავედით მცირე დარბაზში… ჩვენ ადგილამდე მიგვაცილეს(მესიამოვნა) დავჯექით და დაველოდეთ სპექტაკლის დაწყებას. მანამდე კი რეჟისორი წარმოგვიდგა და სპექტაკლის მოკლე შინაარსი გაგვაცნო. თავიდანვე გვითხრა, რომ სპექტაკლი 12 საათში იყო მომზადებული და მცირე ხარვეზებიც იქნებაოო… სპექტაკლი კი დღევანდელობაზე იქნებაოო… ეჰ ისევ გამიფუჭდა ხასიათი, ნეტა რა იქნება მეთქი!!!

აი დაიწყო… სიბნელე და არეულობა სცენაზე…. სიცილი მსახიობებისა, თანაც ისეთი რომ მეც მინდოდა მეცინეა თანაც ხმამაღლა(ეს მსახიობების პროფესიონალიმზე მიუთიტებს ალბათ) უეცრად გაჩუმებული და ძირს დაყრილი მსახიობები.. სცენაზე გამოსული საქსაფონისტი და საქსაფონის დაკვრა… აი იმედი მომეცა, რაღაც კარგია… ამის მერე კი უკვე ემოცებმა შემიშალა ხელი დეტალებში დამემახსოვრებინა სპექტაკლი. მოკლედ გეტყვით სპექტაკლი მართლაც ჩვენ თაობაზე იყო. იმ თაობაზე რომლებსაც ვიღაცის დაპატიჟება გვჭირდება თეატრში წასასვლელად… იმ თაობაზე, რომელიც სპექტაკლის ყურებისას არანაირ ეთიკურ ნორმებს არ იცავს… იმ თაობაზე, რომლებიც სპექტაკლიდან გამორბის, კომპიუტერტან ჯდება და პოსტის წერას იწყებს ან ფბზე სურათებს ტვირთავს სპექტაკლისას… იმ თაობაზე, რომლებსაც ხშირად გვჩვევია სხვისი დაჩაგვრა, დაჩაგრულზე გულის შეტკივა და მერე ამ დაჩაგრულის კდიევ უფრო დაცაგვრა!!! იმ თაობაზე რომლებსაც გვჩვევია სხვის გრძნობებზე თამაში, მოტყუებული გოგოები და ბიჭები!!! იმ თაობაზე, რომლებიც ერთმანეთს გარყვნილებაში ვდებთ თავს და ყველაზე მეტად გარყვნილები ჩვენ ვართ!!! იმ თაობაზე, რომლებსაც ოდნავი პატივისცემაც არარ დაგვრჩენია მოხუცების მიმართ და უკვე გადავუსვით ხაზი…. ისინი ხომ აღარაფრად მიგვაჩნია და მხოლოდ იმაზე მივუთითებთ სად უნდა დაჯდნენ და რა უნდა აკეთონ!!! მათ აზრს აღარ ვითვალისწინებთ!!! იმ თაობაზე, რომლებიც არაღირს ვადიდებთ და ცაში აგვყავს და ღირს ხელსაც კი არ ვუწყობთ!!! მხოლოდ ჩვენს მიერ გარიყული მოხუცები ხვდებიან, რომ მათ უნდა მიეშველონ და მწვერვალზე აიყვანონ, აი ზუსტად ასე

აი ასე დასრულდა სპექტაკლი 🙂 ძალიან ნასიამოვნები დავრჩი… განსაკუთრებით ერთი გოგო მომეწონა, ლურჯი ლაბადით აი საოცრად გულშიჩამწვდომათ ლაპარაკობდა. დიდი თეატრმცოდნე მე არ გახლავართ, მაგრამ აი უძალიანძაანმაგრესი იყო!!!! ყველას გორელს თუ არა გორელს გირჩევთ ნახოთ! ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ….. ახლა კი რამდენიმე ფოტო, რომელიც თაკო მურადაშვილმა მომაწოდა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვუხდი!!!
პ.ს ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო რომ ცოტახანი ვუკრავდით ტაშს! უფრო დიდხანსაც შეიძლებოდა.

რაც აქ დავწერე იმის მეათედიც არ იყოს რასაც ვგრძნობ, უბრალოდ ყველაფეწრი აქეთ-იქით დარბის თავში და ვერ ვალაგებს ისე, რომ დავწერო.

5 thoughts on “პერფონმანსი საქსაphone

  1. sityvebi ar myopnis imdenad gaognebuli da gaocebuli var chveni artistebit da ra tqma unda rejisorit … saocari iyo rac me vnaxe …raga davamato ar vici … ubralod gulis sigrmeshi vinmes tu gaqvt da ar gaqvt teatris da xelovnebis siyvaruli yvelam naxet …givii mixaria ase rom mogewona… yoveli spektaklidan gamosuli kidev ertxel vrwmundebi rogor miyvars teatriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii……

  2. გორს ყოველთვის მაგარი თეატრი და დასი ყავდა 🙂
    იმ უბედურ დროშიც კი ახერხებდნენ სეზონზე 1-2 სპექტაკლი მაინც დაედგათ და რაც მთავარია უმაღლეს დონეზე შეესრულებინათ. მიხარია იგივე სული თუ დარჩა ^^
    თეატრზე საოცრად შეყვარებული მსახიობები ყავდა, ბევრი ალბათ ცოცხალი აღარც იქნება . . .

  3. ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
    ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
    ქარიშხალი მოდის საიმდროო,
    ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
    მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
    ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
    დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
    ქარი კივის, ქარი კივის, კივის.
    ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
    ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
    თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი…
    ატმის რტოო, დაღალულო რტოო…

დატოვე კომენტარი