მადლობა მისტერ რექს!

1463768_1391762431065426_733590492_n

ამ პოსტის წაკითხვისას, ზოგს ცრემლი მოერევა, ზოგიც იტყვის რა უნიჭოდ არის დაწერილიო. მე კი ამ პოსტის წერისას, მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, მადლობა მისტერ რეეექს… მადლობა მისტერ რეეექს… მადლობა მისტერ რეეექს!

დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად ცოტა შორიდან დავიწყებ ამბის მოყოლას.

მაშ ასე, მზად ხართ? კარგია!
Continue reading

უსაფრთხოება=სიცოცხლეს!

zamtris_saburavebi
სანამ პოსტზე გადავიდოდე, გეტყვით, არ მიზიდავს ისეთი კონკურსები, რომლებიც ლაიქებზეა დამოკიდებული და არც ჩემ “მუზებს ვაწუხებ” ხოლმე, ასეთი კონკურსებისთვის, პოსტის დასაწერად. ეს კონკურსი კი ჩემთვის საშუალება გახდა, უფრო მეტად ხმა მივაწვდინო, მათ ვინც არ იციან ზამთრის საბურავების დანუშნულება, ვიდრე საჩუქრის მიღების გზა. რატოომ? ამას ჩემ მიერ მოთხრობილ ამბავში გაიგებთ! რომელიც სრულიად შეესაბამება სიმართლეს და არ ჰგავს საახალწლოდ და დასასვენებლად მიმავალი ავტომანქანების ავტოავარიებს:)

თავიდანვე შეგახსენებთ, პოსტში, მთელი რიგი მიზეზების გამო, სახელები შეცვლილია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი მეგობარი დათო ოფ როუდერი იყო. რომელიც საკმაოდ კარგად კი არა ძალიან კარგად ერკვეოდა ავტომანქანებში, უფრო მეტად კი მათ უსაფრთხოებაში. მისთვის მნიშვნელოვანი იყო მანქანის უსაფრთხოება და არა “ვიდი”, ეს უკანასკნელი კი მის ტოლებს(22 წლისაა) უფრო იტაცებს. თამამდ შემიძლია ვთქვა დათო ძალიან კარგი მძღოლი იყო ყველანაირად.

დათოს და ჩვენც(მე, ირაკლი და კახა) ძალიან გვიყვარდა უგზოობაში დათოს მანქანით სიარული. ახლაც მახსოვს ის გამოყოფილი ადრენალინი და სიტყვები “სად გადავრჩით ბიჭო”.
განსაკუთრებით გვიყვარდა თოვლიან, გაუვალ გზებზე სიარული. დათომ ჯერ კიდევ შემოდგომით იყიდა ზამთრის “შიპიანი” საბურავები ზამთრისთვის, (ვინც არ იცით არსებობსზამთრის “შიპიანი” და “უშიპო” საბურავები; “შიპიანი” ზამთრის საბურავის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: საბურავის გზის ზედაპირთან კონტაქტის დროს, საჭიდების გარდა, რომლებსაც ლამელები ეწოდება, საბურავი ყინულს ეჭიდება შიპებითაც, რაც ზრდის შეჭიდულობის კოეფიციენტს და ამცირებს სამუხრუჭე გზას.) თბილისში ადგილი არ ქონდა და აგარაკზე აიტანა, ზამთრამდე ჩამოვიტანო. ვერ ჩამოიტანა…

თოვლი მოვიდა, “მუღამზე მოვედით”, უგზოობა და თოვლი გვინდოდა. კახამ თქვა ჩემი მანქანით ავიდეთ, ახალი დაყენებული მაქვს ზამთრის საბურავებიო, დათომ კი იუარა ტყუილი ხარჯია 2 მანქანით სიარულიო, აგარაკის გზაზე რა უდნა მოხდეს ისეთი, რომ “რესკი” ტორმუზი დაგვჭირდესო. შევთანხმდით, მე თბილისში ვრჩებოდი, კახა, ირაკლი და დათო აგარაკზე ადიოდნენ საბურავების ჩამოსატანად. მეორე დღეს კი გავდიოდით ქალაქიდან.

1 საათში დათოს მამის ზარი და სასწრაფოდ რესპუბლიკურში მისვლა!

იმ დღეს მე 3 მეგობარი დავკარგე! 2 ფიზიკურად და 1 სულიერად. დათო გადარჩა ას მერე ხმა არავისთვის გაუცია.

“აგარაკისკენ მიმავალ გზაზე, დაღმართზე ჩადიოდნენ, მოსახვევთან იქიდან მომავას უფიქრია “შიგნიდან” შევალო, იმდენი ვერ მოიფქრა, როომ საპირისპირო მხარეს მანქანა იქნებოდა. დათომ ააცილა მანქანას გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. სამწუხაროდ ბიჭებმა ვეღარ თქვეს “აუ სად გადავრჩით”.
ირაკლი ადგილზე დაიღუპა, კახა 3 დღის შემდეგ. დათო კი ამ დრომდე ხმას არ(ვერ) იღებს”.
ეს იყო 2012 წლის 12 დეკემბერი. მალე ამ ამბიდან 1 წელი გავა.

ეს პოსტი არის საშუალება, ჩემი სათქმელი ფართო მასებამდე მივიტანო. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა მძღოლს, რომ დაფიქრდით კარგად, ნუ დაგენანებათ ზამთრის საბურავების ყიდვა ან ბენზინის ფული(ისე როგორც დათოს შემთხვევაში მოხდა) გახსოვდეთ ამან თქვენი, და არა მარტო თქვენის, სიცოცხლის საკითხი გადაწყვიტოს. ისიც გახსოვდეთ, რომ თქვენს უკან ჩვენ ვართ, ადამიანები, რომლებიც თქვენით ცოცხლობენ.
ამ შეთხვევამ ჩემი ცხოვრების დიდი და საუკეთესო ნაწილი დამაკარგვინა.

„ზამთრის საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“. საბურავები აუცილებლად შეიძინეთ თეგეტა მოტორსში, კომპანიაში სადაც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.“

განათლება ჩემი უფლება(ც)ააა!!!


ვწერ იმიტომ, რომ მტკივა!
ვწერ იმიტომ, რომ სწავლა მინდა!
ვწერ იმიტომ, რომ დაგანახოთ სინამდვილე!

მოიხსენით ვარდისფერი სათვალეები და მომისმინეთ. 😦
Continue reading

მეც ვიყავი აბიტურიენტი!!!

შეიძლება ახალი არაფერი ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი! უფრო სწორად ვეტყვი, მათ ვინც აბიტურიენტია, ეს იქნება ერთგვარი რჩევა-დარიგება(მეგობრული) Continue reading

დაიწყე მუშაობა 150 ლარად ანუ როგორ მაბოლებდნენ!!!

ვინც არ იცით გეტყვით, რომ სტუდენტი ვარ უკვე. ხო და გადავწყვიტე შეთავსებით სამსახურის მოძებნა. Continue reading

ჩემი პროტესტი presa.ge-ს!

თავიდან შეგახსენებთ, რომ პოლიტიკის მიმართ ლოიალური ვარ! არცერთ ოპოზიციურ თუ პოზიციურ პარტიაში არ ვარ! უბრალოდ გული მტკივა საქართველოსთვის! Continue reading

დაიზღვიე თავი!

12.06.2012

საძინებელი-07:45

-ავდგეთ რააა…
-ცოტაც რა სიყვარულო :*
-რაღა ცოტა? ბავშვებიც წასასვლელები არიან სკოლაში.
-კაი მიდი გაამზადე, მე მანამდე წყალს გადავივლებ. Continue reading